სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა

სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს – ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებას, რომლის თქმითაც, უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა.
ჩიხელიძის განცხადებით, -ის მოქმედმა ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს სანქციები ისე დაუწესა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მტკიცებულების წარსადგენად თავიც კი არ შეიწუხეს. მისივე თქმით, დენიელ ფრიდის მაგავსი ლობისტები დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ.
“სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე – ადამიანს ასანქცირებენ რუსეთთან კავშირის გამო და თავსაც კი არ იწუხებენ, რომ რამე სახის მტკიცებულება წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. იქცევიან, როგორც იმპერია: მე ვთქვი, შესაბამისად ასეა… არადა ქართველებს ძალიან გვიყვარს სიმართლე და ვიცით, რომ ეს სიმართლე ამჟამად ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხარეს არ არის. მსგავს ლობისტებს რაც შეეხება, დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ, რადგან დღეს ერთი გადამხდელის ინტერესებს ატარებს, ხოლო ხვალ მეორე გადამხდელის ინტერესებს გაატარებს,” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში