,, სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი” – სააკაშვილის წერილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო და თავის დროზე მრავალი ათასი ქართველი სტუდენტი დააფინანსა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
ახლა ამ ვითომ პრემიერმა მოიმიზეზა, რომ უცხოეთში წასული სტუდენტები სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ.
ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში.
სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის. დროზე უნდა დავამარცხოთ ტირანია.“

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ