“სინამდვილეში, არავინ არაფრად გვაგდებს, არავინ გვენდობა, არაფერს აღარ ვნიშნავთ რეგიონში”– ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქართული ოცნება” გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილის უპრინციპულესი საგარეო პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ სუვერენიტეტი დაიბრუნა, საქართველო აღარ წარმოადგენს ხელწამოსაკრავ ძალას, პატარა სახელმწიფოს სიმამაცე და წინააღმდეგობა იმსახურებს პატივისცემას, აღვიქმებით ღირსეულ და დამოუკიდებელ მოთამაშედ. როგორც ერთი ათჭკუაშვილი იტყოდა, “great Грузия” მივიღეთ!
მართლა ასე რომ იყოს, იცით, რა მოხდებოდა? პაშინიან-ალიევის დღევანდელი მოლაპარაკებები აბუ დაბის ნაცვლად ჩვენს საყვარელ თბილისში გაიმართებოდა.
სინამდვილეში, არავინ არაფრად გვაგდებს, არავინ გვენდობა, არაფერს აღარ ვნიშნავთ რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა