ბიანკა ბალტი 2025 წლის სექტემბერში მილანის მოდის კვირეულზე ბრწყინავს. Fendi-ს შემდეგ, ბიანკა ბალტი სტუმრად იყო Ferragamo-სა და Giorgio Armani-ს ჩვენებაზე.
მილანის მოდის კვირეულზე, Giorgio Armani-ს საზეიმო ჩვენებისთვის, ბიანკა ბალტიმ იდეალურად მოირგო Armani-ს სტილი, მოხდენილად და თავდაჯერებულად განასახიერა კლასიკური მამაკაცის კოსტუმი ულტრა-ქალურ სტილში. მოდელმა აირჩია შავი, ელეგანტური და ამავდროულად ყოველდღიური, აბრეშუმის კოსტუმი. ერთი შეხედვით ყოველდღიური მანერით აწეული სახელოები ელეგანტურ შტრიხს სძენდა, რაც სახლის მოდუნებულ, თუმცა დახვეწილ სულისკვეთებას ასახავდა. ფართო, მსუბუქი შარვალი კი ფიგურას ხაზს უსვამდა. ბიანკამ ლუქს შავი მაღალქუსლიანი ტუფლები და პატარა შავი ხავერდის ჩანთა შეუხამა, რომელიც ფერადი წერტილებით იყო გაფორმებული.
სტილის განწყობას მისი ვარცხნილობაც უსვამდა ხაზს. მოკლე გვერდზე გაყოფილი, იდეალურად დავარცხნილი თმა და თხელი ჩარჩოიანი სათვალე, რაც მას ინტელექტუალურ და დახვეწილ აურას სძენდა.
Ferragamo-ს გაზაფხული/ზაფხულის მოდის ჩვენებაზე დასასწრებად ბიანკა ბალტიმ დახვეწილი და მინიმალისტური იმიჯი მოირგო. მოდელმა გოგრისფერი, ღრმა და დახვეწილ ნარინჯისფერ ელფერში შეღებილი ტყავის კაბა აირჩია, რომელიც შემოდგომის სეზონისთვის იდეალურია.
ლუქს ავსებდა შავი, გამჭვირვალე კოლგოტი, ფეხზე შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ელეგანტური ყვავილების დეტალებით იყო მორთული. თუმცა, ნამდვილი სტილი ჩანთას მოჰქონდა: რეტრო სტილის სამაჯური, რომელიც მაჯაზე სამკაულივით იკვრება, მბზინავი ტყავისგან დამზადებული და მასზე გამოსახულია Ferragamo საკულტო ნიშანი, რომელიც ძვირფას დეტალად არის გადაქცეული.
Fendi-ს 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის ჩვენებისთვის , ბიანკა ბალტიმ აირჩია ლუქი, რომელიც ფერების ჰარმონიულ კონტრასზეა აგებული, ისე როგორც ნამდვილი Fendi-ს სტილში. ლუქი აწყობილია ფირუზისფერ-მწვანე ქვედაბოლოთი, რომელიც მორთულია ბროლის წვეთებით. ქვედაბოლოზე შეხამებულია აგურისფერი V-ყელიანი სვიტერ, რომელზეც თხელი ქამარია შემოხვეული.
აქსესუარებს რაც შეეხება ფეხზე ყავისფერი რეტრო სტილის ფეხსაცმელი ეცვა. ასევე მთავარი ადგილი უჭირავს მინი Fendi Peekaboo ჩანთას, რომელიც მოდის სახლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
