სიმონ ჯანაშია: საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დიპლომატებს, თავისი საქმის პროფესიონალებს ჰყრიან სამსახურებიდან. აღარ არის საჭირო როგორც ჩანს საერთაშორისო ურთიერთობები

“საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დიპლომატებს, თავისი საქმის პროფესიონალებს ჰყრიან სამსახურებიდან. აღარ არის საჭირო როგორც ჩანს საერთაშორისო ურთიერთობები.
შეიძლება ფიქრობდეთ, თქვენ როგორ გეხებათ ეს ყველაფერი, თქვენ ხომ დიპლომატი არ ხართ? ჰოდა, მერე ნუ გაგვიკვირდებათ ერთ მშვენიერ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ აღიარებს დასავლეთი, ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დისკუსია რომ დაიწყება, ადამიანი აღარ იქნება ევროპაში, რომელსაც ვინმე მოუსმენს,” – წერს პროფესორი სიმომ ჯანაშია და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აზიარებს.
“აი ხომ შეიძლება შეურაცხყოფილად ვგრძნობდე თავს, ან დამცირებულად.. არა და არ მოვიდა რომელიმე ეს გრძნობა.. ანარადა ორ კვირაზე მეტი კი გავიდა ამასობაში.. პირიქით, თავი ძალიან მაგარი და ღირსეული მგონია. უბრალოდ, “ხვალ” არ ვიცი რას ვაკეთებ და რა მელის და ეს ცოტათი მიფუჭებს ამ განწყობას.
ჰო, ვინც არ იცით, სამსახურიდან გამაგდეს 1 აგვისტოდან, თუ მაგდებენ.. ნუ როგორც არის.
1997 წლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩემი სამსახური სხვადასხვა მისიებით, მაგრამ ერთი მიზნისკენ, რისი ხმამაღლა გაჟღერებისთვის და კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის დამსაჯეს დიდებულად.
ჰოდა სანამ არკვევენ, მე დიფსთეითის მორჩილი ვარ, გლობალური ომის პარტიის წევრი, თუ სხვა რომელიმე მსგავსი გარე ძალის მიერ მართული, ჩემი, ერთწევრიანი, პოლიტიკური პარტიის ხედვას გაგიზიარებთ:
რაც აქ ვარ, ქართველთან – ჩამოსულთან თუ აქ მყოფთან – როცა ვსაუბრობ, ყველა ერთად ვთანხმდებით თუ როგორი მაგარი ქვეყანაა შვეიცარია, როგორ ჰგავს ამ ორი ქვეყნის ულამაზესი ბუნება ერთმანეთს და როგორ თავისუფლად შეიძლება ჩვენც გვქონდეს ასეთი ქვეყანა.. კი, ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამას ვერც დასჯილი, ვერც მორჩილი, ვერც დაბოღმილი, ვერც მოძალადე, ვერც შეშინებული, ვერც დათრგუნული და ვერც გულგრილი ხალხი ვერ გააკეთებს. ასეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სხვა ენერგია სჭირდება – პოზიტიური, ლაღი, გაბედული და თავისუფალი.. ჰოდა დაველოდოთ უკეთეს დროს, ღმერთის იმედად,” – წერს მარიამ მაისაია, ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ