სიმონ ჯანაშია: რვა წელია რაც პოეტ ზვიად რატიანს ქართული ოცნება და მისი პოლიცია სცემს, შეურაცხყოფას აყენებს, სახლში უვარდება, ტურებივით სიბნელეში ხვდება, აჯარიმებს და აპატიმრებს

“უკვე რვა წელია რაც პოეტ ზვიად რატიანს ქართული ოცნება და მისი პოლიცია სცემს, შეურაცხყოფას აყენებს, სახლში უვარდება, ტურებივით სიბნელეში ხვდება, აჯარიმებს და აპატიმრებს. ერთხელ მანაც შეუბრუნა ხელი და უნდათ, რომ ამისთვის შვიდი წლით ციხეში გამოკეტონ.
არ შეიძლება ამას შევეგუოთ, თუ სამართლიანობის გრძნობა გვაქვს! არ შეიძლება ეს დავუშვათ, თუ ამ ქვეყანაში ღირსება ერთ კაცსაც გვაქვს!
თავისუფლება ზვიად რატიანს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!” – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა თავაძე: [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს – (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) – მადლობა ღმერთს!]