სიმონ ჯანაშია: პოლიციის ენით რომ დაწერილიყო, ასეთი იქნებოდა ცნობილი რომანის ერთი ეპიზოდი: დათა თუთაშხიამ მაუზერის დემონსტრირება მოახდინა, რის შედეგად კაჯაია ბულავამ საკუთარ ქონებრივი უფლებების დაცვა სცადა

პროფესორი სიმონ ჯანაშია:
პოლიციის ენით რომ დაწერილიყო, ასეთი იქნებოდა ცნობილი რომანის ერთი ეპიზოდი: დათა თუთაშხიამ მაუზერის დემონსტრირება მოახდინა, რის შედეგად კაჯაია ბულავამ საკუთარ ქონებრივი უფლებების დაცვა სცადა.
ვინც არ იცით, გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი იარაღით კი არ დაემუქრა მათ, ვინც თავს იცავდა. პოლიციის განცხადებით “პისტოლეტის დემონსტრირება მოახდინა”!
ხელისუფლების უზურპატორები შეიცვლებიან. პოლიციაც ვალდებული გახდება მოყვეს, ვის მითითებებს ასრულებდნენ ასეთ დროს. ამის დამგეგმავებს და ბრძანებების გამცემებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს თანამდებობების დაკავება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: საკითხი არის მარტივად: აიღო თუ არა ღარიბაშვილ-დავითაშვილ-მიქაუტაძემ ქრთამი “სოკარისაგან” თუ ამას აკეთებდნენ კეთილი ნებით, როგორც გუშინ თავად შეეცადა ისრების გადატანას დავითაშვილი, ევროპის გაზის მომარაგების ხელშესაწყობად?