სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

“მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ, პარლამენტის წინ დავწექით, ტანკებმა გადაგვიარეს, იმისთვის, რომ ეს უფლებები გვქონოდა და ახლა, უცბად, ისევ ხელისუფლება წვყეტს, რომელი პარტია იქნება სანქცირებული, რომელ ქუჩაზე უნდა გამოვიდს ადამიანი. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტში იქნება. ესაა ზუსტად ის საბჭოთა კავშირი“ — განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია „ქართული ოცნების“ მორიგ რეპრესიულ კანონებზე.