სიმონ ჯანაშია: მაგალითად, ასეთი კითხვაა: რატომ ჩამოაწერა ქართულმა ოცნებამ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ როდესაც პენსიონერებს არა?

„კრიტიკული აზროვნებისთვის საკვანძოა ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც ასე იწყება – “რატომ…?”. მაგალითად, ასეთი კითხვაა: რატომ ჩამოაწერა ქართულმა ოცნებამ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ როდესაც პენსიონერებს არა?
სწორედ ასეთი კითხვები გვეხმარება შემდეგ დამატებითი კითხვების, ვარაუდების და პასუხების მოფიქრებაში:
– იმიტომ ჩამოაწერეს ჰესების მფლობელებს, რადგან პენსიონერების ვალები მეტია?
– არა, რადგან ელექტროსადგურებს მილიარდამდე ვალი ჩამოეწერა, პენსიონერებს კი ამის დაახლოებით ნახევარი აქვთ ვალად.
– იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდათ?
– ალბათ არა, რადგან ოთხას ათასზე მეტ პენსიონერს და სოციალურად დაუცველს აქვს ბანკიდან აღებული ვალი.
– იმიტომ, რომ ჰესების მფლობელები ოცნებას შეწირავენ ფულს, ან ვიღაც კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებებს მიუტანენ ჩემოდნებით, ხოლო პენსიონერებისგან “ხეირი” არაფერია?
– შეიძლება, მაგრამ ამის გამოძიება არ არის მარტივი, სანამ ძალოვანებს ოცნება აკონტროლებს.
– იმიტომ, რომ ვალები ამ ხალხს იმედის მფლობელის ბანკიდან აქვთ აღებული და ვალების განულება მისთვის ფულის დაკარგვას ნიშნავს?
– შეიძლება ასეც არის.
– იმიტომ, რომ ოცნებას აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ვალი?
– შეიძლება, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება საპენსიო ვალი, მით მეტად დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა გაუზარდოს პენსია.
– იმიტომ, რომ ნულოვანი თანაგრძნობაა ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ?
– დიახ, ეს არის ნამდვილად კობახიძის პოლიტიკა. ამიტომაც გასაკვირი არაფერია“ — წერს სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს