პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია:
ლადო კახაძემ ორი დიდი უნივერსიტეტის შეერთება ოკეანის ლაინერებს შეადარა, რომლებიც ერთმანეთს კი არ შეერწყმება, არამედ ერთმანეთს შორის გადებული ხიდით კატამარანს შექმნისო. ფანტაზია კარგი რამ არის, მაგრამ რაღაცის გააზრებისა და შესაბამისი მეტაფორის შექმნისთვის ცოდნაც აუცილებლად არის საჭირო.
საქმეც ეგ არის, რომ ლაინერებისგან კატამარანს ვერ გააკეთებ. საკრუიზო ლაინერები რომ შეაერთო, ან იმ სიგანის ხიდი იქნება შუაში საჭირო, რომ ვერცერთ პორტში ვერ შეეტევა. ან იმ ხიდის სიმძიმე იმხელა იქნება, რომ ორივე ლაინერს ჩაძირავს. ამ კონსტრუქციის სიმყარეც თავისთავად პრობლემაა, რადგან ტალღის დარტყმას ნგრევა შეუძლია გამოიწვიოს, ხოლო თუ კი ყველა პრობლემას გაითვალისწინებ, გემი უნელესი ხდება.
ასეთი იყო პრინციპში ერთადერთი შემთხვევა, რაც თავის დროზე ჩინელებმა სცადეს. მთლად საკრუიზო ლაინერის ზომის არ იყო, მაგრამ მაინც დიდი გამოუვიდათ. ისეთი ღრმა წყალწყვის და და ისეთი დაბალი სიჩქარის იყო, რომ ვერც დაბალწყლოვან პორტებში შედიოდა, დაღოღავდა და ბოლოს ქარმა გაისროლა ნაპირზე. გდია ახლა ერთ ყურეში და ლპება.
ჰოდა დავსვათ კითხვა: გჭირდება ისეთი კატამარანი, რომელიც ვერც პორტში ეტევა, იძირება, ინგრევა ან უნელესად გადაადგილდება? რა თქმა უნდა არა.




