სიმონ ჯანაშია: კი გვეცინება ამაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანი ამბობს რომ ქართული ოცნება მოსწონს, აუცილებლად უნდა ვკითხოთ, როგორ იჯერებს ამ სიგიჟეს?

“კობახიძეს თუ დავუჯერებთ:
– გლობალური ომის პარტია აკონტროლებს მსოფლიოს, -ს, ევროკავშირს და “დიფსტეიტს”.
– დიფსტეიტი იმდენად ძლიერია, რომ პრეზიდენტსაც უჭირს მისი დამარცხება.
– დიფსტეიტი აკონტროლებს საქართველოში ოპოზიციას.
– ოპოზიცია კი თურმე არის 300 ადამიანი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და დიფსტეიტის დავალებით ჯარიმებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
მეგობრებო, ეს ხომ ცხადია, რომ ტყუილია. აქ ჩნდება კითხვა, მართლა მუშაობს ამომრჩეველზე ეს სიგიჟე, თუ რამე სხვა მიზანი აქვს ამის გამეორებას?
ერთი მიზანია, რომ ამ ბოდვაზე კითხვა-პასუხში გავიდეს პოლიტიკური ცხოვრება, მაშინ როდესაც ამის პარალელურად ხალხს სცემენ, აპატიმრებენ, სახელმწიფო ფინანსებს იჯიბავენ და ა.შ.
მეორე მიზანია, რომ საკუთარ მომხრეებს აიძულონ რომ იმეორონ ეს სიგიჟე, რითიც ისინი მათ დაუმტკიცებენ, რომ სისტემის ერთგულები არიან.
მესამე, იყენებენ ამ ტყუილს, სხვა ბევრ ტყუილთან ერთად იმისთვის რომ მოუშალონ საზოგადოებას იმის უნარი, საერთოდ განასხვაონ რეალური ყალბისგან, სიმართლე ტყუილისგან – რითიც მერე ისევ თავად სარგებლობენ.
ჰოდა, კი გვეცინება ამაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანი ამბობს რომ ქართული ოცნება მოსწონს, აუცილებლად უნდა ვკითხოთ, როგორ იჯერებს ამ სიგიჟეს?” –  წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ