სიმონ ჯანაშია: ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციის ოპერაცია, რომლისთვისაც რამდენიმე წელი ემზადებოდა

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია:
ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციის ოპერაცია, რომლისთვისაც რამდენიმე წელი ემზადებოდა. დემოკრატიული პროცესის გაყალბებისას ხელისუფლება:
📌 1) ნელ-ნელა ცვლიდა კანონებს, რაც ქართულ ოცნებას უპირატესობას აძლევდა არჩევნების დღეს;
📌 2) ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მოსყიდვისთვის;
📌 3) ზღუდავდა მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც შეეძლოთ მთავრობის კრიტიკა, მათი დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და გავრცელება;
📌 4) იყენებდა პროპაგანდას, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციის პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ სიცრუის და სიძულვილის კამპანიისთვის;
📌 5) ხელს უშლიდა საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთ, იმისთვის რომ მაქსიმალურად შეეზღუდა დროებით ქვეყნის გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა;
📌 6) აგროვებდა პირად ინფორმაციას იმის შესახებ, ვის წინააღმდეგ რა შეიძლებოდა გამოეყენებინა დასაშინებლად;
📌 7) ათავისუფლებდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და მათ შემცვლელებს ავალებდა არჩევნებში ხმების მობილიზებას;
📌 8 ) “ქირაობდა” ან უბრალოდ ჩამოართვა პირადობის მოწმობები მოქალაქეების ნაწილს, იმისთვის რომ ან მათ უბრალოდ არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ან მათ მაგივრად მიეცა ხმა სხვას;
📌 9) შემოიღო სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, რომ არჩევნების დღეს ადამიანებს ჰქონოდათ განცდა, რომ მათ არჩევანს აკონტროლებენ, მათ არჩევანის შესახებ არ იქნება დაცული ფარულობა;
📌 10) არჩევნების დღეს მასობრივად ესხმოდნენ თავს დამკვირვებლებს, ხოლო პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენებული იქნა ყალბი ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს დამკვირვებლები, სინამდვილეში კი ფალსიფიკაციის პროცესის დამცველები იყვნენ;
📌 11) ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის სპეცრაზმიც-კი გამოიყენეს არჩევნებამდე “აგიტაციისთვის”, ხოლო არჩევნების დღეს, იმისთვის მოქალაქეები საარჩევნო უბნებამდე “მიეცილებინათ”;
📌 12) სხვისი პირადი ნომრებით მისცეს ხმა;
📌 13) რამდენჯერმე მისცა ერთმა და იგივე ადამიანმა ხმა სხვადასხვა უბანზე;
📌 14) არ მისცეს უფლება არავის, გადაემოწმებინათ ელექტრონული რეგისტრაციის და ხმის მიცემის საშუალებები, მათში ჩატვირთული სიები, მათში დაფიქსირებული ცვლილებები;
📌 15) საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში არ განიხილეს საჩივრებთან დაკავშირებული სარჩელების უმეტესობა, ხოლო ერთადერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა, რომ ხმის მიცემის ფარულობად დაირღვა – გააუქმეს.
ყველაფერ ამის შედეგად მივიღეთ ქვეყნის სათავეში ძალა, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია, გადააბიჯა მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ნორმას, მიისაკუთრა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ატარებს რეპრესიებს და იზოლაციაში აქცევს ქვეყანას.
ამიტომაც დღეს 7 საათზე მე მივდივარ რესპუბლიკის მოედანზე, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტო, და მოვითხოვო ხელახალი, დემოკრატიულად ჩატარებული !
კომენტარებში იხილეთ მასალები, რომლის შეგროვებაც შევძელი შარშან. ნაწილი წაშლილია, მაგრამ ინტერვიუების და არჩევნების დღეს გადაღებული მასალების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია.