სიმონ ჯანაშიამ “იმედის” პირდაპირ ეთერში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ფოტოები მიიტანა

სიმონ ჯანაშიამ “იმედის” ეთერში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ფოტოები აჩვენა –  განათლების ექსპერტმა პირდაპირ ეთერში ჩამოთვალა განათლების სფეროსთან კავშირში მყოფი იმ მასწავლებლები, პროფესორების სახელებიც, რომლებიც აქციებზე დააკავეს:

“როცა რეფორმაზე ვლაპარაკობთ განვიხილოთ პირველ რიგში კონტექსტი, რომელშიც ეს რეფორმა ხორციელდება – მერე უნდა გადავიდეთ უკვე მიზნებზე ამ რეფორმის და მერე უნდა გადავიდეთ უკვე საშუალებებზე. ჯერ უნდა დავიწყოთ მიზნებით და მიზნებზე უნდა ვილაპარაკოთ. იმ კონტექსტში სადაც ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც არიან პატიმრები მინდა ვაჩვენო ეს თქვენს მაყურებელს – ესენი არიან მათე დევიძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი მინდაძე, საბა ჯიქია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ლუკა ჯაბუა, ზვიად ცეცხლაძე,  გიორგი გიორგაძე ესენი არ არიან ერთადერთი სტუდენტები, კიდევ არიან სხვები მაგალითად:კიკნაძე, მუსელიანცი, მუსელიანცმა საერთოდ ჩააბარა ციხიდან, გვყავს მკვლევარი ზვიად რატიანი და პოეტი, რომელიც ასევე დაპატიმრებულია, გყავს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, სტუდენტი ანრი კაკაბაძე საუკეთესო პიანისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იჯდა, მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელიც დაპატიმრებული იყო, გიორგი ცქვიტინიძე სტუდენტი, რომელიც ნაცემია, გია ჯვარშეიშვილი, რომელიც უსინათლოებს ასწავლის, ფიქრია ეპიტაშვილის მასწავლებელი, რომელიც სცემეს, მამუკა კომახია პროფესორი, რომელიც დააპატიმრეს, ირაკლი ფიფია პროფესორი, რომელიც დააპატიმრეს და სცემეს,  თორნიკე ჭელიძე მასწავლებელი, რომელიც დააპატიმრეს, რუსუდან ლექტორი, რომელიც დააპატიმრეს, ქეთევან ხუსკივაძე პროფესორი, მანანა ჯავაშვილი მასწავლებელი, რომელიც დააპატიმრეს და აი ამ კონტექსტში ვილაპარაკოთ იმაზე, რა ჯობია. რეფორმის კონტექსტი არის  ეს. ამ კონტექსტში ახორციელებენ ეს ბატონები ამ რეფორმას და ძალიან მნიშვნელოვანი არის , რომ აი ეს ადამიანები ყოველთვის გახსოვდეთ, როდესაც თქვენც ლაპარაკობთ ამ ტელევიზიაში, როდესაც რეფორმაზე გინდათ ილაპარაკოთ ესენი არიან სტუდენტები, პროფესორები, მასწავლებლები და ძალიან მნიშვნელოვანია ესენი ყოველთვის  გვახსოვდეს” –  თქვა განათლების ექსპერტმა იმედის ეთერში.