სიმონ მასხარაშვილი: განათლებული ქართველების ერთ ნაწილს სსრკ იმიტომ ენატრებოდათ, რომ …

“განათლებული ქართველების ერთ ნაწილს სსრკ იმიტომ ენატრებოდათ, რომ მე-20 საუკუნის საბჭოთა პერიოდშიც და მე-19 საუკუნეშიც ს იმპერიაშიც, როგორც კულტურულად, ასევე მატერიალურად გაცილებით ძლიერნი იყვნენ ქართველები 1992-2023 წლებთან შედარებით. გვყავდა ილია, ვაჟა, აკაკი, ნიკოლაძეების, კაკაბაძეების, გაბაშვილების, ჯავახიშვილების , ტაბიძეების ოჯახები. გვყავდა ჩემპიონთა თასის მომგები საკალათბურთო გუნდი! თასების თასთა მომგები საფეხბურთო გუნდი, მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული კინომატოგრაფი, თეატრი, ოპერა, ბალეტი, მეცნიერები , ხელოვანნი, მწერლები და ვიყავით გაცილებით მდიდრები. სსრკ-ში აღმოჩენილი ქართველები გაცილებით განვითარებულნი იყვნენ, ვიდრე თურქეთის მოქალაქე ქართველები, რომელნიც არათუ ახალ ქართულ კულტურას ვერ ჰქმნიდნენ, არამედ თანდათანობით ქართულ ენასაც კი ვეღარ ინარჩუნებდნენ. ქართველებს არ უნდათ ელცინურ-პუტინური დსთ და რუსეთი, რადგან ამ რუსეთთან თანამშრომლობით უმეტესწილად კრიმინალები და კორუმპირე
ბული ჩინოვნიკები ნახულობდნენ ხეირს , ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ რუსეთში წარმატებამოპოვებულ ღირსეულ ქართველთა სახითაც, მაგრამ ამ ყოველივეს აჭარბებს ის ბოროტება, რასაც წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ქართველებს რუსეთს ევროკავშირი ურჩევნიათ, რადგან ევროკავშირში საბჭოთა კავშირზე არანაკლებ შესაძლებლობას ხედავენ კულტურულ-სპორტულ ასპარეზზე განხორციელებისა და გამდიდრებისა , ამის მაგალითებია , ქეთი მელუა, ლაშა ონიანი და ყველა დასავლეთში წარმატებული სპორტსმენი და ხელოვანი. მოკლედ, განათლებული ქართველები არა რუსულ იმპერიალიზმსა და ლენინიზმს, არამედ ასპარეზს მისტიროდნენ და დღეს რუსეთზე უკეთეს ასპარეზს ევროკავშირში ხედავენ და, ჩემი აზრით, აქ ღირებულებები არაფერ შუაში არ არის: რუსთა ფსევდოერთმორწმუნეობა- “პრავასლავიე” და ბოლშევიზმი და ევროპელთა ლიბერალიზმი ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ჩვენთვის მთავარი განხორციელებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელ შესაძლებლობათა ხელმისაწწვდომობაა! ამ მხრივ კი დღეს ევროკავშირსა და დასავლეთს გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე რუსეთს!
სხვა საკითხია ერის პოლიტიკური ღირსების საკითხი! 200 წლის მანძილზე შევეჩვიეთ, რომ პოლიტიკურ ელიტას სხვა გვინიშნავდა! პოლიტიკური არისტოკრატია პეტერბურგიდან და მოსკოვიდან მოდიოდა და ამიტომაც შინაურ მღვდელს შენდობა არ ჰქონდა, დიდ კაცად სწორედ პეტერბურგის ან მოსკოვის ხელდასხმული მიგვაჩნდა. ეს სენი დღემდე გადმოგვყვა და სამწუხაროდ საზოგადოების ერთი ნაწილი პოლიტიკურ ელიტად ვაშინგტონისა, ბრუსელისა და კვლავაც მოსკოვის ხელდასხმულებს მიიჩნევს! მჯერა, მომავალი თაობა ამ სენისგანაც გათავისუფლდება და ახალი ქართული ელიტა მხოლოდ ქართული წიაღიდან იქნება აღზევებული და მხოლოდ უფლისა და საქართველოს ისტორიის წინაშე აგებს პასუხს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი .

ასევე დაგაინტერესებთ