სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
პარლამენტარი ირაკლი კირცხალია გამოვიდა და 70 წლის დევნილს, აზა ჩილაჩავას, რომელმაც აფხაზეთში ქართველი ჯარისკაცი საკუთარი ხელით დამარხა – შეუგნებელი უწოდა.
აზას დღემდე არ აქვს მიღებული ბინა სახელმწიფოსგან. 20 კილოიან ტომრებს დაათრევდა ზურგით და ისე ირჩენდა თავს. დევნილებს თვეში მხოლოდ 45 ლარს უხდიან დახმარების სახით.
ამ დროს კი, “შეგნებული” კირცხალია დეკლარაციის მიხედვით ფლობს:
● 1,2 მილიონი ლარის უძრავ ქონებას
● 50 451 კვ.მ. 10 მიწის ნაკვეთი აჩუქეს
● 741 000 ლარის ავტომობილებს
● 878 000 ლარი აქვს ანგარიშზე
● 82 000 დოლარი ნაღდი ფულის სახით
● 40 000 შემოსავალი იჯარიდან
● 500 000 ლარის ქონება გააჩუქა
● 9 კომპანიის წილები
● 4 მილიონი გაპროცენტებული აქვს
● 56 500 ლარი დახარჯა მოგზაურობაში (ერთ წელში)
