სიმინდის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი შემცირდა – სად ვყიდულობთ და ვყიდით პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიმინდის იმპორტი 70%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი თითქმის 140%-ითაა შემცირებული. ხოლო საექსპორტო ფასი 3.2-ჯერაა გაზრდილი.
2022 წელს $12.6 მლნ-ის 33 მლნ ტონა სიმინდი შემოვიდა ქვეყანაში, 2023 წელს – 18,7 მლნ-ის 57 მლნ ტონა.
გასულ წელს სიმინდის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთი იყო:
დან $11 მლნ-ის თითქმის 52 ტონა სიმინდი შემოვიდა,
თურქეთიდან 2.3 მლნ-ის 732 ტონა,
ავსტრიიდან 1.8 მლნ-ის 358 ტონა,
უკრაინიდან – 1.2 მლნ-ის 2.9 მლნ ტონა
რუმინეთიდან $428 000-ის – 64 ტონა
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტზე 1.4 მლნ-ის 729 000 ტონა სიმინდი გავიტანეთ, 2022-ში 1.1 მლნ-ის 1.7 ტონა. ამ მონაცემების თანახმად, თითქმის 140%-ითაა შემცირებული სიმინდის ექსპორტი.
რაც შეეხება საშუალო ფასს, 2023-ში 1 ტონა სიმინდის საშუალო ფასი $1945 გამოდის, 2022-ში – $606. ამ მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ფასი 3.2-ჯერაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ირანი და ერაყი.
სიმინდის ექსპორტირებული ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
აზერბაიჯანში განხორციელდა $649 00-ის 120 ტონა სიმინდი,
სომხეთი – $364 000-ის 72 ტონა;
რუსეთი – $295 000-ის 86 ტონა;
ირანი – $101 000-ის 424 ტონა;
ერაყი – $6 000-ის 25 ტონა.