“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული” – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანში

28 თებერვლის დაძაბული საუბრის შემდეგ, -სა და უკრაინის პრეზიდენტები, და პირველ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. შეხვედრა, 26 აპრილს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვისადმი მიძღვნილ წირვამდე გაიმართა და დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
უცნობია კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა. თეთრმა სახლმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ ის დაწერეს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის პირად გვერდზე შეხვედრის შესახებ ცოტა უფრო ვრცლად დაწერა და მას სიმბოლური უწოდა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული.
“კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაბრეთ პირადად. იმედია, ყველა საკითხი, რომელიც განვიხილეთ, შედეგიანი იქნება: დავიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე; სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა; სანდრო და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთ ომს. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. მადლობა დონალდ ტრამპს”, – წერს ზელენსკი.
რაც შეეხება ტრამპს, ის უშუალოდ შეხვედრას არ გამოხმაურებია, მაგრამ ცერემონიის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაძლოა, პუტინს არ უნდოდეს ომის დასრულება. ასე გამოეხმაურა ის მუდმივად სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რომლებიც არ შეწყვეტილა მას შემდეგაც კი, რაც ტრამპმა მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწუოდა და ამ პროცესში შუამავლის როლი ითავა.
სწორედ ამ საკითხს მოჰყვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება 28 თებერვალს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. ტრამპი ზელენსკის ადანაშაულებდა, რომ არ სურს ომის დასრულება. ზელენსკის პოზიცია კი არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს სანდრო და გრძელვადიანი. ის ამბობს, რომ სჭირდება გარანტიები, პუტინის ნდობა კი არ შეიძლება.
ამის შემდეგ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გაგრძელდა, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წარმოადგენდა.
ამ ყველაფრის პარალელურად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა განსაკუთრებით გაააქტიურა სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე. მათ შორის, აღდგომის დღესასწაულზეც.
ტრამპი ამას პირველად სწორედ ვატიკანში შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა და დაწერა, რომ “არ არსებობს მიზეზი, პუტინი ესროდეს რაკეტებს მშვიდობიან მოსახლეობას”. აქვე, მან მიანიშნა, რომ შესაძლოა განიხილებოდეს “საბანკო” ან მეორადი სანქციები.