სიმბოლური შეხვედრა იყო, აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს – ზელენსკი ვატიკანში ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრის შესახებ.
„კარგი შეხვედრა იყო“, – წერს ზელენსკი. „პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შევძელით“.
„ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე.
„იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ ყველა იმ მიმართულებით, რაც განვიხილეთ – დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. მივაღწიოთ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. დავამყაროთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მანამდე თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
ტრამპი და ზელენსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან 28 თებერვლის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება