[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის “პოკერი”, ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება…

დასრულდა ეროვნული ლიგის XXXII ტური. ლიდერის მანტია “იბერია 1999-მა” შეინარჩუნა. გუგა ნერგაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა რთული მატჩი მოუგო წყალტუბოს “სამგურალს”…
გაიმარჯვა ჩემპიონობის მეორე პრეტენდენტმაც. “დილამ” გასვლაზე აჯობა “თელავს”. ორ ლიდერს კვლავ თანაბარი ქულები აქვს. თუ ჩემპიონატს ამ მაჩვენებლებით დაასრულებენ, ქართული ოქრო დედაქალაქელებს ერგებათ.
თბილისის “დინამომ” სტუმრის სტატუსით აჯობა “გარეჯს”. ტრადიციული ქართული კლუბები, “დინამო” და “ტორპედო”, მესამე ადგილისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლაში ფავორიტი, ჯერჯერობით, გამოკვეთილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები 2 ქულით არიან წინ.
თავის მხრივ, “ტორპედომ” საშინაო ასპარეზზე გაანადგურა ს “დინამო”. “პოკერი” მიითვალა ნორვეგიელმა შემტევმა, ბიორნ იონსენმა. რაც შეეხება აჭარის მთავარი გუნდის გასაჭირს, მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. ნუთუ, ბათუმში არ არსებობს საიმისო რესურსი, რომ კლუბს სოლიდური ინვესტორი გამოუჩნდეს?!
სასწაული უნდა მოხდეს, ს “კოლხეთმა” ეროვნულ ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს, თუმცა დავით კვირკველიას გაწვრთნილები ბოლომდე იბრძვიან და აგერ ლიგაში პლეი-აუტის გარეშე დარჩენის მოსურნე “გაგრას” დამაჯერებლადაც აჯობეს. კარგი მატჩი ჰქონდა ჩვენი ფეხბურთის იმედს, ანდრია ბართიშვილს.
გთავაზობთ ეროვნული ლიგის XXXII ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება ავირჩიეთ…
გიორგი მაკარიძე (იბერია 1999, 5) – მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი “სამგურალთან” მინიმალური ანგარიშით იგებდა, როცა მაკარიძემ ურთულესი ბურთი არ გაუშვა. ზოგადადაც, უაღრესად საიმედოდ და მაღალი კლასის დემონსტრირებით მოქმედებდა. ეს საიმედოობა კი მთელ დაცვას გადაედო.
არმელ ზოჰური (იბერია 1999) – კარგი იყო შეტევაშიც და დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც. შეაგდო გოლი, რომელმაც “სამგურალთან” მატჩში “იბერიას” საბოლოოდ დაუბევა გამარჯვება. იმ მომენტში თავადვე მოიპოვა ბურთი და ცივსისხლიანადაც შეაგდო.
ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ, 4) – ახალგაზრდა და მეტად ნიჭიერი მცველის გოლმა თბილისის “დინამოს” მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა “გარეჯთან”. ეს არის ფეხბურთელი, ვისიც ძალიან გვეიმედება და სამომავლოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც ვხედავთ.
დავით ფაღავა (კოლხეთი 1913) – “გაგრასთან” მატჩი აქტივში უნდა შევუტანოთ. აქტიურად მოქმედებდა მთელ რიგ ეპიზოდებში. გარდა ამისა, საგოლე პასიც მიითვალა და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში. ზოგადად, მივესალმებით საინტერესო, ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენას.
ნიკოლას-ნიკა კაპანაძე (კოლხეთი 1913, 2) – უდავოდ, ძალიან საინტერესო “ვინგერია”. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფლანგელი. გოლით გამოირჩა “გაგრასთან” მატჩში. თუ თავის უნარებს უფრო დახვეწს და გაამრავალფეროვნებს, მაღალი კლასის მოთამაშე დადგება.
ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913) – ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი მომავალი აქვს. ეგაა, წამითაც არ უნდა მოდუნდეს, ბევრი უნდა იშრომოს და პროგრესი გააგრძელოს. “გაგრასთან” მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აბუბაქარ კონტე (დილა, 5) – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. “თელავთან” შეხვედრაშიც გამორჩეული გახლდათ მინდორზე. კარგი ფეხბურთი ითამაშა, ბევრი იშრომა, მშვენიერი იყო როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში.
არუნა უატარა (დილა) – სწორედ მისი დარტყმით გახსნა ანგარიში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა “თელავთან” საგარეო მატჩში. ორი აზრი არ არის, ამ გოლმა გორელებს მნიშვნელოვნად შეჰმატა თავდაჯერებულობა.
ამირან ძაგანია (იბერია 1999, 2) – როცა მინდორზეა, მისგან მუდამ საფრთხეს უნდა ელოდო. გამონაკლისი არც “სამგურალთან” თამაში ყოფილა. სწორედ მისი დარტყმით გაიხსნა ანგარიში. ძალიან საინტერესო, შედარებით არაქართული სტილის ფორვარდია, ვისაც ნამდვილად აქვს საგოლე ალღო.
ბიორნ იონსენი (ტორპედო, 10) – ნებისმიერი ფეხბურთელისთვის “პოკერის” შესრულება დიდი ამბავია. სწორედ ეს შეძლო ქუთაისური კლუბის ნორვეგიელმა ლეგიონერმა – 4 გოლი გაუტანა ს “დინამოს”. ამიტომ, ტურის მთავარი გმირიც ის არის.
სანდრო ავალიანი (კოლხეთი 1913) – “გაგრასთან” მატჩში სწორედ მისი დარტყმის შემდეგ გაიხსნა ანგარიში. ეს გოლი ფოთელებისთვის პირდაპირ მისწრება იყო. შემდეგ მეორე გოლიც შეაგდო, დუბლი გაიფორმა და მთავარი როლი ითამაშა “კოლხეთის” უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში.
დავით კვირკველია (კოლხეთი 1913, 2) – ბევრი არ ელოდა, რომ “კოლხეთი” შეძლებდა “გაგრას” დამარცხებას. ზღვისპირელები ხომ თითქმის გავარდნილები არიან ეროვნული ლიგიდან. დავით კვირკველიას გუნდმა მაგრად იბრძოლა, დამსახურებულადაც მოიგო და მცირე შანსისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
[ეროვნული ლიგა] …ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემა?
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა… საგოლე პასი
L'Equipe-მა 2019 წლის სიმბოლურში “ლივერპულის” 5 ფეხბურთელი შეიყვანა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში “ბარსელონას” 3 ფეხბურთელი შეიყვანა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? “კოლხეთმა” თბილისში “გაგრა” დაამარცხა….
[ეროვნული ლიგა] …ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემა?
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
უეფამ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლური გამოაქვეყნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…
ნეიმარის გარეშე – უეფამ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…