“სიმბოლურია მათი ღონისძიების რუსთავის ციხესთან გამართვა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, :
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ევროპის და ამერიკის ყველაზე წარმომადგენლობითი საპარლამენტთაშორისო ორგანო თავისი დღეს მიღებული რეზოლუციით, ითხოვს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასრულებას და გათავისუფლებას. გუშინწინ იგივე მოითხოვა ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ევროპის სახალხო პარტიამ.
დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს ჩემი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ყრილობის მრავალრიცხოვნება და ენერგია. სიმბოლურია ამ ღონისძიების რუსთავის ციხის სიახლოვეში გამართვა და სამართლიანად გახსენება ს და ს უკანონო პოლიტმატიმრობის, ერთადერთი მეც და თუნდაც კოალიციის ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა რომ არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობაც (მითუმეტეს, რომ ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია, დიდხანს ჩემი ადვოკატი იყო, ხოლო ნიკა მელია შიმშილობდა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით) და სწორედ ყრილობის გამართვის დღეს შესრულდა ჩემი რუსული ტყვეობის დაწყებიდან 3 წელი.
და მაინც მე ყველა შემთხვევაში გამიხარდება ყველა ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკური ძალის წარმატება 26-ში. მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს