“სიმართლის დროა” – დავით ხომერიკის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, წერს:
სამწუხაროა, თუ როგორ უდიერად აშავებს რეჟიმი ჩვენს სახელებს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდით საზოგადოების ნაწილი კვლავ მოტყუებული რჩება. ამიტომ ახლა სიმართლის დროა, დროა იმ ადამიანებმა გაგვიცნონ, ვისაც ეს ყველაფერი მაინც დაუჯერებლად მიაჩნიათ. ჩვენ არ წარმოვადგენთ არცერთ პოლიტიკურ მოძრაობას, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას, ჩვენ არ ვართ რადიკალები, ჩვენ ხალხის ხმა ვართ. ჩვენ ქვეყნის ხმა ვართ. ჩვენ ყველას სიყვარული გვაერთიანებს. ჩვენ ყოველთვის გამოვალთ ჩენი მეგობრების, ჩვენი ნათესავების, ოჯახებისა და ქართველი ხალხის დასაცავად. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ყველგან თავისუფლები ვიქნებით. ახლა გამარჯვების დროა და თუ არა ახლა მაშინ არასდროს! ნუ შეშინდებით, ნუ მიიღებთ რჩევას შიშისგან. ირწმუნეთ მომავლის და ირწმუნეთ გამარჯვებისა. ეს ყველაზე დიდი გამოცდაა ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად ჩასაბარებელია. ჩვენთან არს ღმერთი, გავიმარჯვებთ სახელოვნად”.
წერილს ტვ პირველი ავრცელებს.
ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლით აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.