გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას ლა ლიგის ბინადარ “ვილიარეალში” განაგრძოს.
ამ ტრანსფერის განხორციელებამდე “ოლიმპიკს” არჩევანი მალიკ ფოფანასა და სწორედ ჩვენებურს შორის უნდა გაეკეთებინა, რადგან ფინანსური პრობლემები აქვს და ერთ-ერთის გასხვისება ესაჭიროებოდა.
საბოლოოდ, ფრანგულმა გუნდმა ქართველი თავდამსხმელი გაყიდა და ამ გადაწყვეტილების შესახებ L’Équipe “ლიონის” ყოფილ ფორვარდ სიდნი გოვუს დაეკითხა, რომელსაც კლუბის რიგებში თითქმის 300 შეხვედრა აქვს გამართული და 49 გოლი გაუტანია.
“მიქაუტაძე ბევრ გოლს იტანს, მაგრამ “მეცთან” ბოლო შეხვედრაში მომეჩვენა, რომ ფონსეკას სათამაშო სტილთან ადაპტირებული არ იყო. მწყინს, რომ ის კლუბს ტოვებს, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, მიქაუტაძის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე ფოფანასი.
დღეს ევროპაში ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელსაც ფოფანას პროფილი აქვს, ძვირი დაგიჯდებათ”, – თქვა გოვუმ.
ცნობილი გამოცემების პროგნოზები – მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
“ევერტონი” “ლიონის” შემტევის შეძენას აპირებს
მიქაუტაძის თანაგუნდელი შეიძლება “ლივერპულში” გადავიდეს
“ლივერპულის” გეგმა – კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
“ბაიერნი” “ლიონის” ნახევარმცველის შეძენას აპირებს
უკრაინელი თავდამსხმელი “ვილიარეალში” არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
“ლიონმა” გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
