“სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა” – კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“მილანის” ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ Secelo XIX-თან ინტერვიუში დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად თამაში ალესანდრო დელ პიეროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უჭირდა.
ყველაზე რთული მეტოქე? დელ პიერო, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა, მუდამ მოძრაობდა და არც მცველის მოტყუებას ერიდებოდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში სერია A-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან შემაწუხებელი იყო.
სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, “მილანში” 2001/2010 წლებში ასპარეზობდა, სადაც სერია A-ს, კოპა იტალიას, იტალიის სუპერთასის,
უეფას ჩემპიონთა ლიგის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში), უეფას სუპერთასის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში) და ფიფას საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ჯენოას” შეუერთდა და 2012 წელს კარიერა სწორედ გენუელთა რიგებში დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში