“სიმართლე გითხრათ, ეს დიდი უსამართლობაა” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა “კვარა” და ლეაო ერთმანეთს შეადარა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარგიჯამ Netweek Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს “ნაპოლისა” და “მილანის” გარემარბები და რაფაელ ლეაო შეადარა.
ბარგიჯას თქმით, ის უპირატესობას ქართველს ანიჭებს და ამ ორ ფეხბურთელს შორის სახელფასო სხვაობას უსამართლობას უწოდებს.
“ლეაო კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მე უპირატესობას ქართველს ვანიჭებ. მართალია ამ სეზონში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, მაგრამ “როსონერის” ფეხბურთელისგან განსხვავებით, არასდროს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის.
ვფიქრობ, დე ლაურენტისის ხვიჩასადმი მიდგომა არასწორია. როგორც ჩანს, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები
არც ისე მარტივად მიმდინარეობს”, – განაცხად ბარგიჯამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. “კვარამ” მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
რაც შეეხება პორტუგალიელს, ლეაომ მიმდინარე სეზონში “როსონერის” მაისურით 26 მატჩში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში