სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ძამაშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან, უბრალოდ, საჩივარი დაარეგისტრირა და მთავრობიდან, ასევე, მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების შემდეგ გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი.
„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა, რათა მორიგების თემაზე ჩამოყალიბდნენ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მთავრობას ექნება დამატებით 12 კვირა საკუთარი პოზიციის გასაგზავნად, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო ისევ მომჩივნებს მისცემს ვადას და საბოლოო პოზიციას საქართველოს მთავრობა გააგზავნის. მთლიანად ამ პროცედურებისთვის დაახლოებით მიმდინარე წელი ალბათ აუცილებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე, განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს.
რაც შეეხება, რას გულისხმობს საქმის წარმოებაში მიღება, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან, უბრალოდ, საჩივარი დაარეგისტრირა. სწორედ ამის შემდეგ, მთავრობიდან მიღებული პოზიციების, მათ შორის მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. მისივე თქმით, სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი.
Previous: ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები ფულად კომპენსაციას მიიღებენ
Next: ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია

ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე