„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში მუნიციპალური პარკის მოწყობა დაასრულა

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში დაასრულა მუნიციპალური პარკის მშენებლობა, რომელიც კომპანიამ ბათუმს საჩუაქრად გადასცა.
ახალი მუნიციპალური პარკი ღია ცისქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების მრავალფეროვნებას შესთავაზებს სტუმრებს. პარკის ინფრასტრუქტურა მოიცავს პადელის ორ კორტს, მინი ფეხბურთის მოედანს, გასართობ ზონებს, კომფორტულ დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველო-ბილიკებს.
პარკი სილქ როუდ ჯგუფის მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსის – “სილქ თაუერსის“- საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორის, კენგო კუმას, სტუდია მუშაობს.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი: ეს პარკი ჩვენი საჩუქარია ბათუმელებისთვის. მის დასაპროექტებლად მსოფლიოს წამყვანი ლანდშაფტის დიზაინერები მოვიწვიეთ. ეს ჩვენი დიდი პროექტის სილქ თაუერსის საწყისი ეტაპი და განუყოფელი ნაწილია. სილქ თაუერსის ტერიტორიაზე პარკის ინფრასტრუქტურა გაგრძელდება და წყლის სარკეები და გამწვანებული სივრცეები 6 ჰექტარზე გადაიჭიმება, მთელ სილქ ტაუერსის პროექტში იქნება წარმოდგენილი ეს ლანდშაფტი, რაც საერთო ჯამში 10 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. ბუნებრივად მოხდება ბულვართან გადაბმა და დაუკავშირდება პორტის პრომენადებს. სილქ თაუერსის პროექტი ჰორიზონტალური გამწვანების გარდა, ასევე შენობების ვერტიკალურ გამწვანებას ითვალისწინებს და ეს ერთიანი კონცეფცია ძალიან შეცვლის გარემოს. გამწვანება აქ ჭარბადაა, ისევე როგორც წყალი, სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. წლის ბოლოს დასრულდება იახტკლუბის მშენებლობაც. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა კენგო კუმას არქიტექტურულმა სტუდიამ. სილქ თაუერსის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი დამატებით ხიბლს შემატებს ქალაქს და გახდება ს სავიზიტო ბარათი.”
პარკის ინფრასტრუქტურა მოაწყო კომპანია სილქ დეველოპმენტმა, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების გამორჩეულ პროექტებს ახორციელებს, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით.
განაშენიანების პროცესში შენარჩუნდა ადგილზე არსებული ყველა ხე და მცენარე, დაირგო 210-ზე მეტი სახეობის 600-მდე ხე, 63,000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე, რომელიც დროთა განმავლობაში ბათუმის გულში ახალ მწვანე ეკოსისტემად ჩამოყალიბდება. რეკრეაციული სივრცის დიზაინსა და კონცეფციაზე იმუშავა წამყვანმა დანიურმა კომპანიამ MASU Planning, რომელიც ცნობილია თავისი კომპლექსური მიდგომითა და გარემოზე ორიენტირებული დიზაინით. პარკის მოწყობის ინვესტიცია 4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
მორიც კომპერატი – Kengo Kuma and Associates, არქიტექტორი – “კენგო კუმასთვის და მისი პარტნიორებისთვის ყოველთვის უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა ბუნებას და არქიტექტურის ბუნებაში ინტეგრაციას. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ MASU-სთან, რადგან ისინი სრულყოფილად იზიარებენ პარკის, ბუნების და არქიტექტურის ჰარმონიული შერწყმის წარმოდგენას. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბაღი გაიზრდება და უფრო და უფრო გალამაზდება წლიდან წლამდე. იგივე მოხდება გენერალური გეგმის განვითარების პროცესშიც, პროექტი გაიზრდება შენობიდან შენობამდე და ბაღიც გაიზრდება მასთან ერთად, გაიზრდება ქუჩები და ყველაფერი ბუნებით აივსება. ჩვენ ასე გვესმის არქიტექტურა და ამიტომ ვთანამშრომლობთ MASU-სთან, რაც ლანდშაფტის და არქიტექტურის სიმბიოზია, რომელიც მთლიანობაში ერთ განსაკუთრებულ ადგილს ქმნის.”
სილქ თაურსის მასშტავური პროექტი აერთიანებს აპარტამენტებს, უმაღლესი კლასის სასტუმროს, საზეიმო ღონისძიებების და გასართობ სივრცეებს, კომერციულ ზონებს, კაფე-რესტორნებს, იახტ კლუბსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარია.
(R)