საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო კრედიტების წილი შემცირდა.
2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე დაბალი „იშ ბანკი საქართველო“-ში, „კრედო ბანკში“ და „სილქ ბანკშია“.
კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:
ქართუ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 16.75%;
ხალიკ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 11%;
პაშა ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 8.38%;
ზირაათ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 4.32%;
ლიბერთი ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 4.2%;
ბაზისბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 3.9%;
ტერაბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 3.65%;
პროკრედიტ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 2.8%;
საქართველოს ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 2.43%;
თიბისი ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 2.07%;
სილქ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 1%;
კრედო ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 0.81%.
იშ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 0.41%;
ვითიბი ბანკი ჯორჯია – პირველი კვარტალის ანგარიშგება გამოქვეყნებული არ აქვს.