სილქნეტი: 2024 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მილიონ ლარზე მეტს გასცემს ბენეფიციართა გადაუდებელ საჭიროებებზე

2024 წელი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ გამორჩეულია. იზრდება დონაციები და ფონდს უერთდებიან ახალი შემომწირველები. მიმდინარე წელს დონორთა ჩარიცხვებმა 289 000 ლარი შეადგინა. ამავე დროს, კომპანია სილქნეტმა ყოველწლიურად განსაზღვრულ 300 000 ლარის შემოწირულებას, დამატებით 481 000 ლარი შემატა, რაც უპრეცედენტოა ფონდის არსებობის მანძილზე.
იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ფონდი 46 დაჭრილ სამხედროს და ვეტერანს დაუდგა მხარში. ფონდიდან, დახმარებების სახით, 578 000 ლარია გაცემული. ეს თანხა თითქმის მთლიანად გადაუდებელ ოპერაციებსა და სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთის კლინიკებში ჩატარდა. აღსანიშნია, რომ ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსება მილიონ ლარამდე შეადგენს, რომლითაც ურთულესი რეპროტეზირება და მისი თანმდევი სარეაბილიტაციო კურსი ანაზღაურდა -სა და ევროპის ქვეყნებში, ჩატარდა სასწრაფო ოპერაციები გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში.
გარდა სამედიცინო მომსახურებისა, ფონდი გამოყოფს თანხებს დაჭრილთა მეუღლეებისა და არასრუწლოვანი შვილების სამედიცინო სერვისებზე, სასწავლო პროგრამების დაფინანსებაზე და ბენეფიციართა სხვა საჭიროებებისთვის. წლის ბოლომდე ფონდი ჯამში 1 070 000 ლარის დახმარების გაწევას გეგმავს და აგრძელებს თანადაფინანსებას თავდაცვის სამინისტროსთან ერთად.
ფონდის შემომწირველები 2024 წელს:
სილქნეტი – 781 000 ლარი
დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი – 50 000 ლარი
ფუდმარტი, არჩილ გეგენავა – 50 000 ლარი
ლევან ჭიორელი-ლევან კაჭარავა – 50 000 ლარი
გიორგი მირიანაშვილი – 40 000 ლარი
დიმიტრი აბდუშელიშვილი – 25 560 ლარი
არქი პრომოუშენი – 20 000 ლარი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 20 000 ლარი
ბაჩო ჩინჩალაძე – 10 000 ლარი
ზურაბ შურღაია – 5 000 ლარი
იუჯითი – 5 000 ლარი
დიო – 3 000 ლარი
ელენე მაჭავარიანი – 2 000 ლარი
თეოდორე ჩარლზ ჯონასი – 2 000 ლარი
აუქციონიდან შემოსული თანხა – 1 600 ლარი
ნინო ზამბახიძე – 1 000 ლარი
ეკა ბოკუჩავა – 1 000 ლარი
ნიკოლოზ შურღაია – 1000 ლარი
სხვა კერძო შემომწირველები – 2 304 ლარი
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის ბენეფიციარები არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. ფონდი ეხმარება ასევე სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეებსა და არასრუწლოვან შვილებს. ფონდში შემოსული შემოწირულობით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობაში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერი თანხით. შემოწირულების განხორციელება შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე. აქტიურია ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერი ყველა მობილური ქსელის აბონენტისთვის – 0 901 777 771. შემოსული თანხა სრულად ხმარდება ბენეფიციართა საჭიროებებს.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ