“სილქნეტი” განცხადებას ავრცელებს

ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ბრალდება, თითქოს “სილქნეტის” თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის მერიის მიერ სახურავებზე “კავკასუს ონლაინის” კაბელების ჩაჭრაში.
გვსურს განვაცხადოთ, რომ აღწერილი მოვლენები არანაირ კავშირში არ არის კომპანია “სილქნეტთან” და მის თანამშრომლებთან. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს აშკარა ცილისწამებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ამასთან, იმ პერიოდში, რომელზეც ზემოხსენებული ჟურნალისტი საუბრობს, კომპანია “სილქნეტი” არ არსებობდა. კომპანიამ ოპერირება 2010 წლის მარტში დაიწყო.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“