“სილქნეტის” მაღაზიებში ჟურნალი National Geographic საქართველო სპეციალურ ფასად იყიდება

დღეიდან, თბილისში, სილქნეტის მომსახურების ოფისებში: პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14 – ქართული National Geographic-ი სპეციალური ფასად – 7₾ გაიყიდება.
National geographic -ი სამეცნიერო ჟურნალი, მრავალწლიანი ისტორიით, ქართულ ენაზე 2012 წლიდან გამოიცემა. საქართველოში რედაქციის დაფუძნებას კომპანია სილქნეტმა შეუწყო ხელი. ასევე ჩამოყალიბდა ჟურნალის სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ მეცნიერები: დავით ლორთქიფანიძე, ზაალ კოკაია, გია დვალი, დავით ფრანგიშვილი.