სილვას “ბარსელონაში” სურს – ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს

Diario SPORT-ის ინფორმაციით, მანჩესტერ “სიტის” 31 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველ ბერნანდო სილვას კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს.
გამოცდილი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და სხვა გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება, რაც ფინანსური პრობლემების გამო კატალონიური გრანდისთვის მისაღები ამბავია.
მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანას” წარმომადგენლები მოთამაშის ასაკისა და გუნდის ამჟამინდელ მოდელთან მისი ტაქტიკური თავსებადობის გამო, შესაძლო ტრანსფერისგან ჯერჯერობით თავის იკავებენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას სპორტული დირექტორი დეკო მიიღებს, რომელიც კლუბის შემტევ სტრუქტურას 2026/27 წლების სეზონისთვის აყალიბებს.