“სილამაზის ფასი” – სახის ლიფტინგის საშინელი შედეგი – Marao

“სილამაზის ფასი” – სახის ლიფტინგის საშინელი შედეგი – Marao
ყოფილი მოდელი ქეით პრაისი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს – როგორც ფოტოებიდან ჩანს, პრაისმა ცოტა ხნის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, შედეგი კი, არც ისე სახარბიელოა.
როგორც ცნობილია, მოდელმა სახის ლიფტინგში10 000 ფუნტი გადაიხადა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.
აღსანიშნავია, რომ ქეითისთვის ეს მეექვსე სახის ლიფტინგია. მოდელს 5 შვილი ჰყავს, რომლებიც დედის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ბოლო ოპერაციის შემდეგ საშინლად გამოიყურება.
ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ცოტა ხნის წინ განუცხადა ჟურნალ Closer-ს : „ბავშვი წუხს დედამისის კოსმეტიკური ოპერაციის გამო და ფიქრობს, რომ ქალს გარშემო არავინ არ ჰყავს, ვინც სიმართლეს ეტყვის.”