დღეს სოფი ლორენი იტალიური და მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ ითვლება – სილამაზის, ნიჭის და ქალურობის განსახიერება, რომლის სახელიც გაჟღერებულია ათასობით ფილმში, წიგნში და მოდის ინდუსტრიაში. მაგრამ ყველაფერი, რაც ამ დიდებულ სახელთან ასოცირდება, დაიწყო ერთი ჩვეულებრივ დღეს ნეაპოლში, როდესაც სოფი ლორენი მხოლოდ 15 წლის იყო.
1950-იანების დასაწყისში, ომისგან დაღლილ და ეკონომიკურად მძიმე სიტუაციაში მყოფი იტალია ახალ რეალობას ეგუებოდა. იმ დროისათვის სილამაზის კონკურსები ბევრ გოგონას თავის გამოჩენის იშვიათ შანსს აძლევდა – მათ შორის იყო ნეაპოლში გამართული კონკურსი, რომელშიც მომავალმა ვარსკვლავმა, სოფია სკიკოლონემ (შემდგომში სოფი ლორენმა) მონაწილეობა მიიღო. სოფის დედამ ქუჩაში განცხადება ნახა: “გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!” მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა.
კონკურსის ფოტო, დღემდე ინახება, როგორც ისტორიული მემკვიდრეობა. სოფი სულ რაღაც 15 წლისა იყო. ეს იყო ის მომენტი, როცა გოგონამ, რომელიც ჯერ კიდევ ზრდასრულობასთან ახლოსაც არ იყო, პირველი ნაბიჯი გადადგა დიდ ეკრანზე გასასვლელად.
სილამაზის კონკურსმა სოფის კარიერის კარი გაუღო – მალე ის პატარა როლებით გამოჩნდა კინოში და საზოგადოების ყურადღება მიიქცია თავისი უნიკალური გარეგნობითა და გამორჩეული მიმიკით. მალე სოფი ლორენი გახდა ისეთი ფილმების ვარსკვლავი, როგორებიცაა La Ciociara (რომლისთვისაც მიიღო ოსკარი), Marriage Italian Style, Yesterday, Today and Tomorrow, და მრავალი სხვა.
მისი კარიერა სილამაზის კონკურსით დაიწყო, თუმცა მხოლოდ გარეგნობას არასოდეს დასჯერდა — სწორედ მისი ძლიერება, გულწრფელობა, თვითრწმენა და დაუღალავი შრომა იყო ის, რაც სოფი ლორენს ნამდვილ ლეგენდად აქცია.
იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი სოფი ლორენი 1934 წლის 20 სექტემბერს დაიბადა.
1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
1964 წელს სოფი ლორენმა მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“ და გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში. სოფია ლორენის დუეტი მარჩელო მასტროიანთან დღემდე საუკეთესოდ ითვლება კინოს ისტორიაში. საინტერესოა, რომ ჰოლივუდის რეჟისორებთან თანამშრომლობის დროს, სოფიმ ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. მისივე თქმით, იგი ვერ გახდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი იმის გამო, რომ მისი ხედვა ეწინააღმდეგებოდა კინოსა და ცხოვრების წესის გაგების ამერიკულ მოდელს. პოპულარობის პიკში ლორენმა მოახერხა მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ მსახიობთან მუშაობა, მათ შორის არიან ფრენკ სინატრა, კლარკ გეიბლი, ადრიანო ჩელენტანო, ჩარლი ჩაპლინი და მარლონ ბრანდო.
