სიკორსკი: უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოში არსებულ ვითარებასაც დაუთმო და თქვა:
“პოლონეთის, როგორც თავჯდომარე ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი გაფართოება იქნება. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს რომ, ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე. ვლაპარაკობთ მოლდოვაზე თუ ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ანტიდემოკრატიული ძალების წინაამდეგ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტიევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”, რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასეთი ქმედებების წინაამდეგ და პოლონეთმა, როგორც თავჯდომარე ქვეყნამ, უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით