სიკორსკი: მოვუწოდებ სპიკერ მაიკ ჯონსონს: დააყენეთ უკრაინის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე – დაე, დემოკრატიამ გადაწყვიტოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, -ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს.

მისი თქმით, ს თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია და თავის დასაცავად დიდი ხანია -ის მხრიდან დახმარებას ითხოვს.

„ვხედავთ, რას იწვევს ამ დახმარების არ არსებობა. უკრაინის თბოელექტროსადგურები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. მალე უკრაინის ქალაქები შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს და მე ველი, რომ ეს, შეიძლება, ლტოლვილთა დიდ ტალღას ნიშნავდეს“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების პროექტის დასამტკიცებლად კონგრესის მიერ გადაწყვეტილების მიღება, პრაქტიკულად, 2023 წლის აგვისტოდან ჭიანურდება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპიკერ ჯონსონს: დაე, დემოკრატიამ გადაწყვიტოს ეს საკითხი, დააყენეთ უკრაინის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების სანდოობა დაზიანდება“, – აღნიშნა მან სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან