,,სიკვდილს გამოქცევის შემდეგ, ფაშისტობა არ აკმარეს – ქურდებად, ცუდ მეზობლებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შეირაცხნენ” – რას წერს ჩერგოლეიშვილი დევნილებზე?

,, სიკვდილს გამოქცევის შემდეგ, ფაშისტობა არ აკმარეს – ქურდებად, ცუდ მეზობლებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შეირაცხნენ” – რას წერს ჩერგოლეიშვილი დევნილებზე?
,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მოქალაქე, რომელმაც რუსული გენოციდის და ჩვენი ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის შედეგად სახლ-კარი, რეალურად, მთელი ცხოვრება დაკარგა და ახალი დაიწყო – დევნილობაში.
დევნილობა მხოლოდ სიტყვა, ან სტატუსი არაა – ეს აღწერაა იმ ტრავმების, რაც ამ ადამიანებმა განიცადეს, ჯერ ს მიერ ორგანიზებული გენოციდის ფარგლებში და მერე დევნილობაში.
ქართველობის გამო წამება, გაუპატიურება, ცოცხლად გატყავება, ცოცხლად დაწვა, ცოცხლად დანაწევრება… საზარელია ისტორიები, რასაც დღეს ჩვენ დევნილების პირიდან ვისმენთ.
მაგრამ ამასაც მხოლოდ ორიოდე წელია ვისმენთ, და ისიც – ჯერ რამდენიმე ასეული საუბრობს.
აქამდე ისინიც დუმდნენ, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურ სიცრუეში გვიწევდა ცხოვრება … მათი საზარელი ისტორია ათწლეულების მანძილზე უხერხულ სიმართლედ ითვლებოდა და ამაზე საუბარი ცუდი ტონი იყო.
გეოპოლიტიკური სიცრუის გასამართლებლად, ისინი ქართველ ფაშისტებად მონათლეს, ხოლო მათი გენოციდი და ეთნიკური წმენდა – ეთნიკურ კონფლიქტად, რომელიც თითქოს მათვე დაიტეხეს თავს.
სიკვდილს გამოქცევის შემდეგ, ფაშისტობა არ აკმარეს – ქურდებად, ცუდ მეზობლებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, დანარჩენი საზოგადოების ტვირთად შეირაცხნენ.
30 წელიწადზე მეტი გავიდა სოხუმის დაპყრობის შემდეგ და ამ ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელიც კი არ ჰყავთ სახელმწიფო სისტემაში, რომელსაც აირჩევენ და მათ სპეციფიკურ პრობლემებზე იმუშავებს – არანაირი ძალა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ, გარდა იმისა რომ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გაითქვიფონ დანარჩენებში, ვითომ მათ თავს არაფერი განსაკუთრებული გადამხდარა.
ასე ვერ გაგრძელდება.
ვერ გაჯანსაღდება ჩვენი საზოგადოება თუ,
1. არ გავიაზრეთ და სახელი არ დავარქვით იმას, რაც ამ ხალხმა გამოსცადა – გენოციდი.
2. არ გავიაზრეთ და სახელი არ დავარქვით ამ ყველაფერში დამნაშავეს – რუსეთს!
3. არ გავიაზრეთ, რომ ამ ხალხს განსაკუთრებული პრობლემები აქვს და ეს პრობლემები რომ საფუძვლიანად მოგვარდეს, წარმომადგენელი სჭირდებათ, რომელიც 30 წელზე მეტია არ აურჩევიათ – ამიტომ, ამ ხალხის ინტერესებს არავინ იცავს, მათ წინაშე არავინაა ანგარიშვალდებული.
მოკლედ რომ ვთქვა, პოლიტიკური და სისტემურია ქართველი დევნილების პრობლემები. პოლიტიკურია იმით, რომ ქართველი დევნილის ფენომენს პოლიტიკური შეფასება არ მისცემია – არ შეთანხმებულა ქართული საზოგადოება რა დაემართათ მათ და შესაბამისად – ჩვენ!
სისტემურია იმით, რომ სახელმწიფო სისტემაში მათ ინტერესებს არავინ იცავს – ვინც უნდა იცავდეს, ის მათი არჩეული არაა…”

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!