მწერალი მიხეილ ციხელაშვილი ამბობს, რომ სასამართლო დარბაზში შეძახილისთვის – “სიკვდილი რუსეთის მსახურებს” 50-ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა, რომეომაც ეს ფრაზა სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია.
შემთხვევა ციხელაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის დასრულების შემდეგ მოხდა. შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის, კერძოდ – გზის გადაკეტვის საფუძვლით ციხელაშვილი 5000 ლარით დაჯარიმდა.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისივე თქმით, შსს-ს მთავარი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ.
“ამ ვიდეოს ბოლო კადრში ვჩანვარ მხოლოდ, ისიც ტროტუარზე. სხდომის დასრულების შემდეგ შევძახე სიკვდილი რუსეთის ყველა მსახურს-მეთქი და წამომიხტა, დამიჭიმა თვალები, რაოოოოო რა თქვიოოოო, აბა გაიმეორეო. გავიმეორე. ხოდა შეურაცხყოფისთვის კიდევ 50 ლარიანი ჯარიმა შენო”, – წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.
მოსამართლე დავით თეთრაულმა დღეს, 16 აპრილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას.
