თბილისის მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და ითხოვენ ქალაქში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა და ამ პრობლემის შედეგად დამდგარ მსხვერპლზე პასუხისმგელობა თბილისის მერიამ და მერმა, კახა კალაძემ აიღოს. აქციის ფონია 14 ივლისს ვაგზლის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შენობა, რომელზეც მერია ამტკიცებს, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო იქ მაცხოვრებელთა პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, გარეგნულადაც თვალშისაცემად დაბზარული იყო – მის პირველ სართულზე ფართები ათობით კომერციულ ობიექტზე იყო გაქირავებული.
“იმის მიუხედავად რომ მერიის სამსახურმა დიდი ხნით ადრე იცოდა ამ შენობის საფრთხის შესახებ, მაინც არ დაიცვა ის ზომები რაც გარემოვაჭრეებსა თუ მაცხოვრებლებს გადაარჩენდა.
თბილისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში არ ახალია სისტემების და სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობა, გულგრილობა, კორუფცია, რამაც წლების განმავლობაში არა-ერთი ჩვენგანი გააუბედურა, ბავშვები დააობლა, ოჯახები უსახლკაროდ დატოვა.
ასეთი შემთხვევების სიმრავლე როგორიცაა: ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედია, აფრიკის და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სახლების დემონტაჟი, ვაშლიჯვრის გზაზე გაჩენილი ბზარი და ა.შ. გვარწმუნებს რომ გუშინდელი ტრაგედია არ არის უბედური შემთხვევა.
ეს არის კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და უცოდინრობის შედეგი” – ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია.
ფორუმი
