სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია – თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

თურქული Takvim-ის ინფორმაციით, “ბეშიქთაშს” საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” 24 წლის შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატება ძალიან სურს.
უფრო მეტიც, აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლუბი უახლოეს დღეებში ფრანგულ მხარეს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის დახურვას 6-7 მილიონის ფარგლებში იმედოვნებს, თუმცა ჩვენებურის ამჟამინდელ გუნდს ეს თანხა არ აწყობს.
“სენტ ეტიენი” ზურიკოს სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვს, რაც სიტუაციას ართულებს, თურქულ მხარეს კი ამ თანხის გადახდა არ სურს.
ინფორმაციისთვის, “ბეშიქთაში” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია. კლუბმა “რომადან” ტამი აბრაჰამი იყიდა, “ბენფიკადან” მცველი დევიდ იურაშეკი იჯარით აიყვანეს, ხოლო “ნაპოლის” 25 წლის ნახევარმცველ იენს კაიუსტესთან შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს დღეებში წარადგენენ.
“კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა” – “სპორტინგმა” ქოჩორაშვილი წარადგინა
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
“სენტ-ეტიენის” მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის – როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
[VIDEO] დავითაშვილმა “სტრასბურგს” მაგარი გოლი გაუტანა
დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? – ქართველს “სენტ ეტიენის” გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა
Breaking: სა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
[VIDEO] “შენ გენაცვალეეეეე” – დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად – ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
“უბრალოდ დავიღალე” – ჟოზე მოურინიო
აბრაჰამი წავიდა – ახლა “რომაში” მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
თურქული მედია დავითაშვილის “ბეშიქთი” შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის შეძენას ეცდება
[VIDEO] დავითაშვილმა “მონაკოს” ულამაზესი გოლი გაუტანა