„სითიქომის” ყველა პროდუქტი, იქნება ეს აპლიკაცია თუ ლიფტის აპარატურა, სრულად ქართულია – ნათია ორახელაშვილი

„სითქომის“ ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, კომპანია 80-მდე თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც რვა მიმართულებით არიან განაწილებული: ცხელი ხაზი, ადამიანური რესურსების მართვა, ხარისხის კონტროლი, გაყიდვები, დეველოპერები, ტექნიკური და შემდგომი მომსახურების განყოფილებები. ყველა პროდუქტი, იქნება ეს აპლიკაცია თუ ლიფტის აპარატურა, სრულად ქართულია.
„სითქომი“ 80-მდე სუპერ-გმირს აერთიანებს, რომლებიც შესაბამის განყოფილებაში არიან განაწილებული; ასეთი სულ რვა განყოფილება გვაქვს: ცხელი ხაზი, ადამიანური რესურსების მართვა, ხარისხის კონტროლის სამსახური, გაყიდვები, დეველოპერები, ტექნიკური განყოფილება და შემდგომი მომსახურების განყოფილება. შესაბამისად, ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი იქნება ეს აპლიკაცია თუ ლიფტის აპარატები ადგილზე მზადდება და სრულად ქართულია. ჩვენი კომპანია სიახლეების დანერგვასთან ერთად იზრდება, შესაბამისად ამჟამინდელი მდგომარეობით თუ 80 თანამშრომელს ვაერთიანებთ, სამომავლოდ ბევრად მეტი ვიქნებით“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
„სითიქომში“ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც გუნდის თითოეულ წევრს შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი და სამუშაოს მიღმა ჰქონდეს ის გულწრფელი მოტივაცია, რასაც „საერთოზე ზრუნვა“ ჰქვია. ჩვენს კომპანიაში კმაყოფილების კვლევა წელიწადში ორჯერ ტარდება, ბოლო შედეგების მიხედვით, თანამშრომლების 91% სამუშაო გარემოთი კმაყოფილია და სამუშაო გარემოს უმაღლესი ქულით აფასებს. ჩვენ ასევე ვადგენთ განვითარების გეგმას, რომელიც ყველა თანამშრომელზე ინდივიდუალურობის პრინციპით არის მორგებული; ამით ვცდილობთ განვსაზღვროთ მათი ძლიერი მხარეები, ინტერესები და შემდეგ მათ უნარების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. „სითიქომში“ მუდმივად ვცდილობთ, თანამშრომლების პოტენციალი სწორი მიმართულებით წარვმართოთ“,- აღნიშნა ნატა წამალაშვილმა.