სიდნეის Harbour Bridge-ზე პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა

ძლიერი წვიმის მიუხედავად, 3 აგვისტოს ათასობით დემონსტრანტმა სიდნეის ისტორიულ ხიდზე – Harbour Bridge-ზე პალესტინელთა სოლიდარობის მსვლელობა მოაწყო. ომის მონაწილე მხარეებს დემონსტრანტებმა მშვიდობისა და დახმარებისკენ მოუწოდეს ომისგან განადგურებულ ღაზის სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისი გაუარესდა. Reuters-ის სააგენტოს ცნობაში ნათქვამია, რომ ღაზაში ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ
, რომელმაც პალესტინის ხელისუფლების თქმით, 60 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მთავრობები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკვების დეფიციტი ფართომასშტაბიან შიმშილს იწვევს.
მსვლელობის – რომელსაც მისმა ორგანიზატორებმა “კაცობრიობის მარში” უწოდეს – მონაწილეთაგან ზოგიერთს შიმშილის სიმბოლოდ ქვაბები და ტაფები ეჭირა. მსვლელობის მონაწილეებს შორის იყო „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი.

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციამ და მისმა პრემიერმა გასულ კვირას სცადეს მსვლელობისთვის ხელის შეშლა ხიდზე, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობას და მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალს წარმოადგენს და განაცხადეს, რომ იქ მსვლეობამ შეიძლება საფრთხე შექმნას და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. შტატის უზენაესმა სასამართლომ შაბათს გადაწყვიტა, რომ ის შეიძლება გაიმართოს.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ასობით თანამშრომელს განათავსებენ და მსვლელობის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია ასევე ქუჩებში იყო გასული მელბურნში, სადაც მსგავსი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

ბოლო კვირების განმავლობაში პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ღაზის სექტორში ქმედების გამო ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლა გაიზარდა. საფრანგეთმა და კანადამ განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს, ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ იმავეს გააკეთებს, თუ ჰუმანიტარულ კრიზისს არ მოაგვარებს და ცეცხლის შეწყვეტას არ მიაღწევს.
ისრაელმა დაგმო ეს გადაწყვეტილებები, როგორც ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტული დაჯგუფება) წახალისება. ჰამასი ოფიციალურად მართავს ღაზას და ისრაელზე მისი და თანამოაზრე გაერთიანებების თავდასხმით 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო ისრაელის არმიამ სახმელეთო და საჰაერო საომარი ქმედებები – რამაც ანკლავის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა.

ავსტრალიის მემარცხენე ცენტრისტმა პრემიერ-მინისტრმა, ენტონი თუ ალბანიზმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ორი, ისრაელის გარდა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნით პალესტინაში კონფლიქტის მოგვარების იდეას, და ისრაელის მიერ დახმარების უარყოფა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა „არ შეიძლება დაიცვა ან უგულებელყო“, თუმცა მას პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარება არ გამოუცხადებია.
ფორუმი