„სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც“ – CNN

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში (Westfield Bondi Junction) სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ სროლის შედეგად დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ერთი ბავშვი.
ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის თქმით, მარტო მოქმედებდა, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობის ან შესაძლო მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, არ აქვთ ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე გადაადგილებას თავი აარიდონ.

ასევე დაგაინტერესებთ