“სიგარეტში 4-ჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში” – “არდის” დირექტორი

“საქართველოში სიგარეტში 4-ჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში”, – ამის შესახებ “არდის” გენერალური დირექტორი აცხადებს. როგორც მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან აღნიშნავს, მიუხედავად პოტენციალისა, დაზღვევაზე მოთხოვნა მაინც დაბალია.
“სადაზღვევო სექტორისთვის გარე და შიდა გამოწვევები კვლავ რჩება. კარგი იქნებოდა, სახელმწიფო დონეზე გაიაზრონ, სადაზღვევო ინდუსტრიას რა დოვლათის მოტანა შეუძლია. სადაზღვევო სექტორი მაინც არ აღიქმება ისეთი ტიპის მოთამაშედ, როგორც სხვა საფინანსო მოთამაშეები. პოტენციალი ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, 1 600 000-ზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილია და აქედან დაზღვეული 126 000 არის”, – აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ