” სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად…” – ნატუკა გულისაშვილის გულახდილი ინტერვიუ – Marao

” სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად…” – ნატუკა გულისაშვილის გულახდილი ინტერვიუ – Marao
“მომავლის წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით შეუძლია, თუმცა, საკუთარ ინტუიციას იშვიათად ენდობა. ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილს. არ უყვარს კამათში ჩართვა. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობისა და ტელეწამყვანის – ნატუკა გულისაშვილის ს ნიშანია.
“არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი. იმიტომ არა, რომ თავის მოვლის ეს მეთოდი არ მომწონს, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჯერ არ მჭირდება. დავდივარ ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც რადიოფრაქციული ტალღებით ვიტარებ პროცედურებს. ამ პროცედურას თერმოლიფტინგსაც უწოდებენ. დილით ადრე მიწევს სახლიდან გასვლა, “იმედის დილაში” მისვლა რომ მოვასწრო. შაბათ-კვირას რადიოში ვმუშაობ. საშინელი გრაფიკი მაქვს.
რჩევებს ვითვალისწინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის დახმარება სახის კანს არ სჭირდება. მაგალითად, როდესაც მარწყვი მაქვს სახლში, ათ ცალს ვჭამ და ათ ცალს სახეზე ვიდებ. ასევე ვიქცევი კიტრის ჭამის დროს. კიტრს ვფცქვნი და კანს სახეზე ვისვამ. ეს დაახლოებით ისეთი ჩვევაა, როგორც კბილს ვიხეხავთ ყოველ დილას. შვრიის ფაფას როდესაც ვაკეთებ, ცალკე ჭიქაში დავალბობ ხოლმე რამდენიმე კოვზს და მერე სახეზე რამდენიმე წუთით ვისვამ. ეს ყველაფერი კანს კვებავს. ვცდილობ, ყველაფერი ბუნებრივი შევახო ჩემს სახეს”, – ამბობდა ნატუკა გულისაშვილი.
“შენ რომ იცნობ საკუთარ თავს, ისე კარგად სხვა ვერ გიცნობს. როგორც ამბობენ, სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად. შეიძლება წლების განმავლობაში რაღაც არასწორადაც გამიკეთებია, შემშლია, მაგრამ ეს არასდროს დამიბრალებია სხვისთვის და მიმიღია, როგორც გამოცდილება….”
“ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, ზუსტად ისეთი ხართ, როგორც ეკრანზეო. კამერების წინ არასდროს ვთამაშობ იმ მიზნით, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოვახდინო. გულწრფელობა ყოველთვის მომგებიანია. რაც შეეხება მსახიობობას, იქ გინდა თუ არა, სცენაზე ან კამერის წინ უნდა ითამაშო, მაგრამ ეს შენი პროფესიაა, იმისთვის არ თამაშობ რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოხდინო. ხან მეძავის როლში ხარ, ხან – დედის და თამაშს როლი მოითხოვს…”
“ჩვენი ძაღლები ერთმანეთს იცნობენ. მათთვის ვამზადებ სპეციალურ ტორტს, ადამიანებისთვის ვამზადებ სუფრას და ვართ ყველანი ასე ბედნიერად. ცხოვრება ერთფეროვანი რომ არ გახდეს, ზოგჯერ ვაწყობ სპეციალურ დღეებს, მაგალითად, ლობიოს დღე და მეგობრებს ჩემთან ვეპატიჟები…