სიბიჰა: რუსეთი ახდენს საქართველოს გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის ინსტრუმენტალიზაციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა პლატფორმა X-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ “ ახდენს უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციის ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამის ნაცვლად რუსეთმა მათი ტრანსპორტირება განახორციელოს პირდაპირ უკრაინის საზღვართან”.
მინისტრის თანახმად, ივნისიდან დაწყებული “რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსთან საზღვართან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა, უმეტესწილად – ყოფილი მსჯავრდებულებისა”, რის შედეგადაც ათობით ადამიანი “ჩარჩენილია” რუსეთ-საქართველოს საზღვართან ტრანზიტულ ზონაში.
მათი სამშობლოში დასაბრუნებლად, უკრაინის კონსულები აქტიურად მუშაობენ მათი დოკუმენტებით უზრუნველყოფისა და მოლდოვის გავლით ში ტრანსპორტირებისთვის.
როგორც ანდრიი სიბიჰა წერს, ამ მარშრუტის გამოყენებით მოხერხდა 43 მოქალაქის ევაკუაცია და მათ შორისაა ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ანდრიი კოლომიეცი, “თუმცა, მეტნი რჩებიან საზღვართან რთულ პირობებში”.
მინისტრის პოსტში ვკითხულობთ:
“აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და მოლდოვის მხარეებთან დარჩენილი ადამიანების უკრაინაში გადმოსაყვანად. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას”.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მიმართავს:
“შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, რომ აღნიშნული კატეგორიების უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვართან გამოგზავნოს. ჩვენ მზად ვიქნებით იქიდან მათ წასაყვანად. არსებობს შესაბამისი მონაკვეთები საზღვარზე, სადაც შესაძლებელია ამისი გაკეთება”.
სიბიჰა აზუსტებს, რომ პირდაპირი მიმართვის გარდა, ის ამ შეთავაზებას რუსეთს უგზავნის საერთშორისო ორგანიზაციების ოფიციალური არხების გამოყენებითაც.
უკრაინელი უფლებადამცველების ინფორმაციით, რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაასამართლეს. დეპორტირებულთა ამ ნაკადს ისინი უკავშირებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 2023 და 2025 წლების ბრძანებებს. ერთის მიხედვით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მიერ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათი სტატუსი უცხოეთის მოქალაქისას უთანაბრდებოდა, მეორე – 2025 წლის ბრძანებით კი, უკრაინის მოქალაქეები “რუსეთის ტერიტორიაზე” იმყოფებიან “კანონიერი საფუძვლის გარეშე” და მათ 10 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მიიღონ რუსეთის პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა. უარის შემთხვევაში, მოუწევთ ან ნებით უნდა დატოვონ ტერიტორია, ან მოხდება მათი დეპორტაცია. უფლებადამცველები მოელიან, რომ დეპორტირებულთა რაოდენობა სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ფორუმი