სიბიჰა: კრემლი უკრაინაში კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგმავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგავს.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“ეს ეხება ღია სადისტრიბუციო მოწყობილობებს, ატომურ ელექტროსადგურებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც გადამწყვეტია ბირთვული ენერგიის უსაფრთხო მუშაობისთვის. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც გაიტაცა ატომური ელექტროსადგური ევროპაში და აშანტაჟებდა მსოფლიოს”, – ამბობს ანდრიი სიბიჰა.
გაეროს წესდების თანახმად, ს რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების გარანტია აქვს. სიბიჰა პარტნიორებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიაციას, ასევე მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მოსალოდნელი შემთხვევა თავიდან აიცილონ.
“ამ ობიექტების დაზიანება ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს – გლობალური შედეგებით. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს მონაცემები ჩვენს პარტნიორებს გადასცეს. ინფორმირებულია IAEA-ც”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
წყარო: ფორმულა

ასევე დაგაინტერესებთ