უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრე სიბიჰას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარში განიხილა უკრაინის პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებისა და სამშვიდობო გზაზე შემდომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
სიბიჰას განცხადებით კიევი მზადა მშვიდობითვის შემდგომი ნაბიჯებითვის.
“ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვeდრისთვის ნებისმიერ ფორმატში და გეოგრაფიულ რეგიონებში. ჩვენ მზად ვარ მკვლელობების დასასრულებლად და დიპლომატებისთვის შანსის მისაცემად. მოსკოვმა უნდა იცოდეს რომ ვერ გაწელავს დროს უსასრულოდ, თუ რუსეთი გააგრძელებს მშვიდობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის უარყოფას, მას მოუწევს შედეგების წინაშე დგომა: სანქციების სერიოზული გამკაცრება და უკრაინის პოტენციალის გაძლიერება“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტმა პლატფორმა X-ზე.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სიბიჰამ განაცხადა, რომ დაადასტურა კიევის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, იურიდიულად დამავალდებულებელი და ეფექტური.
“ისინი უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი, მათ შორის სამხედრო, დიპლომატიური, იურიდიული და სხვა დონეებით. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის არმია ფუნდამენტური რგოლია ნებისმიერი ასეთი გარანტიისა, ამიტომ მისი მაქსიმალური გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვიდა მუქარით, რომ რუსებს სანქციებს დაუწესებს, თუ ორი კვირის განმავლობაში არ გამოუკვეთება პროგრესი უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ტრამპის ამ განცხადებას ერთი კვირით უძღოდა წინ ალასკაში მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ფორუმი
