უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ უპასუხა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა, უნგრეთთან მეგობრობის შესახებ გამოთქმული სიტყვებისთვის.
“უნგრულ სტილში ვუპასუხებ, არაა საჭირო უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის მითითება როდის რა გააკეთოს ან ილაპარკოს. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის, უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია, მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით რუსეთისგან დამოუკიდებელი, როგორც დანარჩენი ევროპა”. – დაწერა სიბიჰამ სოციალურ ქსელში 24 აგვისტოს საღამოს.
მანამდე პეტერ სიიარტომ, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი “უნგრეთს ემუქრება”.
“ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის მუქარისთვის გამოიყენა.კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას”, – დაწერა სიიარტომ ფეისბუკი გვერდზე, მისი სიტყვებით “ბოლო დღეებში უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას“, ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტში,
სიიარტოს თანახმად, სუვერენიტეტსა და ტერიტორულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლებად განიხილავენ და ამიტომ პატივს სცემენ ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორუულ მთლიანობას და იგივეს მოელიან სხვებისგან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, კიევში პრესკონფერენციაზე თქვა: “ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინისა და უნგრეთის მეგობრობას, ახლა მეგობრობის (“დრუჟბას”) არსებობა უნგარეთსი პოზიციაზეა დამოკიდებული”, – მას არ დაუზუსტებია იგულისხმა თუ არა ნავთობსადენი “დრუჟბა” (მეგობრობა).
ზელენსკიმ სიტყვების ამგვარი თამაშით უპასუხა ჟურნალისტის შეკითვას: “დრუჟბაზე” დარტყმებისა და დონალდ ტრამპთან თქვენი საუბრის შემდეგ, გაგიჩნდათ თუ არა ვიქტორ ორბაზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი, კერძოდ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებულ ვეტოზე”.
აგვისტოში სამჯერ შეწყდა უნგრეთისვის რუსული ნავთობის მიწოდება, მილსადებით “დრუჟბა”. რუსეთის ბრიანსკის რეგიონში, “დრუჟბას” ინფრასტრუქტურაზე მესამე დარტყმის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ (მაგიარი) 22 აგვისტოს ღამეს განაცხადა. მანამდე მილსადენზე თავდასხმა ორჯერ 13 და 18 აგვისტოს განხორციელდა.
უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინა ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხებაში დაადანაშაულა. წინა მსგავსი ინციდენტის შემდეგ, როდესაც 18 აგვისტოს ღამეს რუსეთის ტამბოვის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ თავის უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს, ურჩია მოსკოვისთვის შეეჩივდა.
22 აგვისტოს უნგრეთმა და შემდეგ სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ამ ქვეყნებში “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა მილსადენზე დარტყმის გამო. მანამდე 20 ივნისს დრუჟბას მილსადენის მეშვეობით მიწოდება აღდგა.
“დრუჟბა“ რუსული ნედლი პროდუქციით ამარაგებს ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ბელარუსის ქალაქ მოზირში ის ორ მონაკვეთად იყოფა. ჩრდილოეთის ნავთობსადენი გადის ბელარუსზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთსა და გერმანიაზე, ხოლო სამხრეთისა – უკრაინაზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე.
ამჟამად „დრუჟბის“ სამხრეთ შტოს მეშვეობით რუსეთის ნავთობს მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობენ. ჩრდილოეთ შტოს მეშვეობით გადაიზიდება ნავთობი ყაზახეთიდან.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არაერთხელ შეწყდა. როგორც ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა 19 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გამო არ შეწყვეტილა ნავთობის მიწოდება გერმანიისთვის.
ფორუმი
