სია: ქალი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კვოტირების გაუქმებაზე ვეტოს დაძლევას

პარლამენტმა არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებაზე დადებული ვეტო 87 ხმით დაძლია. ამ საკითხის მხარდამჭერთა შორის 14 ქალი დეპუტატია – ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
2020 წლის ოქტომბერში, როცა ეს ქალები დეპუტატები გახდნენ, კვოტირების სავალდებულო წესი მოქმედებდა.
15 მაისს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქალმა დეპუტატებმა დაუჭირეს. მათ შორის არიან:
· რიმა ბერაძე;
· მაია ბითაძე;
· ელისო ბოლქვაძე;
· მაკა ბოჭორიშვილი;
· ;
· ბაია კვიციანი;
· მარიამ ლაშხი;
· ეკა სეფაშვილი;
· სალომე ქურასბედიანი;
· ქეთევანი ჩარკვიანი;
· ნინო წილოსანი;
· ხატია წილოსანი;
· გრეტა წიწავა;
· სალომე ჯინჯოლავა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით გაუქმდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების სიაში დროებით, სულ მცირე ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას ავალდებულებდა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. 18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
30 აპრილს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს „გირჩის“ წევრებმა. როგორც „გირჩში“ ამბობენ, ეს იყო კვოტირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმების ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”