სიახლე, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტებზე დღეიდან ამოქმედდა – რა ინფორმაციას ავრცელებს

სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და დამ­სვე­ნე­ბელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­სურ­სით შე­უდ­გნენ საქ­მი­ა­ნო­ბას.

  • -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ეკი­პა­ჟე­ბი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

“მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლე­ბი, სას­რი­ა­ლო ტრა­სებ­ზე ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში, გაზ­რდი­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ პატ­რუ­ლი­რე­ბას. მათ გავ­ლი­ლი აქვთ გა­დამ­ზა­დე­ბის შე­სა­ბა­მის კურ­სე­ბი, აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო ეკი­პი­რე­ბით და მზად არი­ან დამ­სვე­ნებ­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

ამას­თან, გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში, გაზ­რდი­ლი მო­ბი­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პატ­რუ­ლი­რე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ეკი­პა­ჟე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფი, მათ შო­რის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ი­სა და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.